Wednesday, October 4, 2017

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:,,ქართული საქორწილო ტრადიციები''
.
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებში ქართული ეროვნული ტრადიციებისადმი
სიყვარულის გაღვივება და პატივისცემა.
3.პროექტის აქტუალობა:დიდ ცვლილებათა ეპოქაში მნიშვნელოვანია ტრადიციისადმი სათუთი დამოკიდებულება მისი შენარჩუნების მიზნით.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ ქართულ საქორწილო ტრადიციებს
(წინა საქოწილო სამზადისის თავისებურებას, ჩაცმის კულტურას,ნადიმის წარმართვის სპეციფიკას )
*საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის არსებული წეს-ჩვეულებების მსგავსება განსხვავებას, ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის თავისებურებების ჩვენებას ისტორიული განვიტარების გზაზე.
*კვლევის საფუძველზე გამოიტანენ დასკვნას,რამდენად მნიშვნელოვანია წინაპართა ტრადიციის შენარჩუნება,რათა არ დამახინჯდეს იგი.რა გარე  ფაქტორები მოქმედებენ მასზე და როგორ და რით შეიძლება მათი აღდგენა გამოსწორება.
*მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების განსაზღვრას(ინტერნეტი, სახელმძღვანელო,ინტერვიუები).
*ასევე შეძლებენ ინფორმაციის წარდგენას სხვადასხვა ხერხით(დიაგრამები,ფორმატები,
ვიდეო-რგოლები).
*საბოლოოდ მოამზადებენ პრეზენტაციას(power point-ში)..
*ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეს უვითარდება:
ა)ინფორმაციის მოძიების უნარი,
ბ)კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი,
გ)ჯგუფში მუშაობის შემოქმედებითი უნარი,დ)მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის,ინტერპრეტაციისა და ანალიზის უნარი.
5.მოსწავლეთა ასაკი-XI კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:3კვირა
7.მოსალოდნელი,შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ა)პრეზენტაცია,ბ)ვიდეო რგოლი,გ)გაფორმებული ფორმატები გამოსაფენად.დ)ეროვნული სამოსი პრეზენტაციაზე წარსადგენად, ე)დიაგრამები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები: თინა იველაშვილი, "ქართული ტრადიციული საქორწილო სუფრა და თანამედროვეობა"; ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა".
 მარკერი; ინტერნეტი; კომპიუტერი;პროექტორი; ვიდეო კამერა; ეროვნული სამოსი და ფორმატი .
9. პროექტირს მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1) თემის შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
2) მოსაწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და ლიდერის შერჩევა.
3)გეგმის შემუშავება( ძიების საგანი, ხანგრძლივობა, მოქმედებათა თანმიმდევრობა, გამოსაყენებელი მასალების ნუსხა)
4) თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებიდან მასალის მოძიება, დამუშავება და დახარისხება.
5) სურათების შერჩევა პრეზენტაციისათვის powerpoint- ში.
6) ინტერვიუს ჩასაწერად შეკითხვების ჩამოყალიბება, სტუმრობა დიზაინერთან, თამადასთან, ახალდაქორწინებულ წყვილთან, ხანდაზმულ ადამიანებთან, ხელოვნებათ მცოდნესთან, უახლოეს სოფლებსა და რეგიონში.
7) საქორწილო ტრადიციების გათვალისწინებით მსგავსება-განსხვავების წარმოდგენა დიაგრამის საშუალებით.
8) საპრეზენტაციო ფორმატებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა სააქტო დარბაზში.
9) ვიდეორგოლის მომზადება გადაღებული კადრების მეშვეობით, საქორწილო მარშისა და სიმღერების თანხლებით.
10) ქორწილის კადრების ჩვენება კინოფილმიდან "ხევისბერი გოჩა".
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, ხელოვნებასთან, ფოლკლორთან და გეოგრაფიასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი : მაია გურჯიძე



პროექტრის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
1-4ქულა
საშუალო
5-6 ქულა
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
მაღალი
9-10 ქულა
სამუშაოს დაგეგმვის უნარი
სამუშაო სრულყოფილად არ არის დაგეგმილი
სამუშაო ნაწილობრივ არის დაგეგმილი
სამუშაოს გარკვეული ნაწილი კარგად არის დაგეგმილი
სამუშაო კარგად არის დაგეგმილი

ინფორმაციის მოძიებისა, ორგანიზების  და სხვადსხვა ფორმით წარმოდგენისუნარი
მოიძიებს მცირე  ინფორმაციას , მაგრამ არ აქვს ორგანიზების უნარი
მოიძიებს მცირე ინფორმაციას და ნაწილობრივ აკეთებს ორგანიზებას, არ იყენებს ინფორმაციის წარმოდგენის მრავალფეროვან ხერხს
მოიძიებს ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება, მაგრამ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას,იყენებს
ინფორმაციის წარმოდგენის მარტივ ხერხს  
მოიძიებს ინფორმაციას და აქვს ორგანიზების კარგი უნარი, იყენებს
ინფორმაციის წარმოდგენის მრავალფეროვან ხერხს. (დიაგრამა,ფორმატი.ვიდეორგოლი) და წარმოადგენს PowerPoint-ით
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
ჩართულობის სიხშირე მინიმალურია
ზოგჯერ ინტერესდება საკითხით
ინტერესდება საკითხით , მაგრამ არ აქვს ლიდერობის უნარი
ჩართულობის სიხშირე მაქსიმალურია, დაინტერესებულია საკითხით. აქვს ლიდერობის უნარი.
მთლიანი პრეზენტაციის შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, არ შეესაბამება დავალებას, მოუწესრიგებელია, დასტურდება პლაგიატიზმი
მიზანი მინიმალურად არის მიღწეული, მინიმალურად ორიგინალურია, მოწესრიგებულია, თუმცა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
მიღწეულია გარკვეული მიზანი, ზოგჯერ ზედაპირულად მიჰყვება ინსტრუქციებს, საკმაოდ ორიგინალურია, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
ყველა მიზანი მიღწეულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული, ორიგინალურია და ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენეტს
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
ვერ ფლობენ კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
დახმარებით შეუძლიათ მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
იციან საოფისე პროგრამები, შეუძლიათ მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
სრულყოფილად ფლობენ ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლიათ შექმნან სასწავლო და დამხმარე მასალები




No comments:

Post a Comment